ტერორიზმი

ტერორისტულ აქტს ქაბულში 95 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ავღანური პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 95-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 163-ს გადააჭარბა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

გუშინ, ტერორისტებმა ქაბულის ცენტრში მდებარე სასტურმოში მყოფი დამსვენებლები და პერსონალი მძევლებად აიყვანეს. პოლიცია მძევალთა გათავისუფლებას 15 საათის განმავლობაში ცდილობდა, სპეცოპერაციას 24 ადამიანი, მათ შორის 14 უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები