თეთრი სახლი

გუგენჰაიმის მუზეუმი თეთრ სახლს ვან გოგის ნაცვლად ოქროს ტუალეტს სთავაზობს

მაურიციო კატელანის "ამერიკა"
Guggenheim

გავრცელებული ცნობით თეთრმა სახლმა ნიუ-იორკში მდებარე გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ვან გოგის 1888 წლის ნახატი "პეიზაჟი თოვლით" სთხოვა. მუზეუმის კურატორის თქმით მათ ამ თხოვნაზე უარი განაცხადეს, თუმცა სანაცვლოდ თეთრ სახლს შესთავაზეს მაურიციო კატელანის ინსტალაცია სახელწოდებით "ამერიკა" რომელიც 18 კარატიან ტუალეტს წარმოადგენს.

ოქროს ტულეტი, რომელიც სრულად ფუნქციონირებს, მუზეუმში 2016 წლის სექტემბერში განთავსდა. მისი გამოყენება ვიზიტორებს შეეძლოთ, თუმცა გამოფენის დასრულების შემდეგ, მუზეუმის კურატორის თქმით, ტუალეტით სარგებლობა ახლა პრეზიდენტს შეუძლია.

"ის [ტუალეტი], რა თქმა უნდა, ძვირადღირებული და ფაქიზია, თუმცა მისი დამონტაჟების ინსტრუქციებს, სურვილის შემთხვევაში, მივაწოდებთ." განაცხადა მან.

კომენტარები