უბედური შემთხვევა

ქვემო ბოდბეში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

flickr

კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები