ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ვ.ა-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელებს უჭერდა სახისა და ყელის არეში, ასევე ვ.ა.-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს სახის არეში ხელი დაარტყა. ვ.ა.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ვ.ა. 2017 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

კომენტარები