აშშ-რუსეთი

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პირდაპირ მდებარე ქუჩას ნემცოვის სახელი დაერქმევა

AFP

კოლუმბიის ოლქის საბჭოს გადაწყვეტილებით ვაშინგტონში ქუჩას, რომელიც რუსეთის საელჩოს პირდაპირ მდებარეობს ბორის ნემცოვის სახელი ეწოდება.

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები