გულწრფელად ვისურვებდი, რომ ანა დოლიძემ გამიჯნოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან, მაგრამ ამაში ნამდვილად ეჭვი მეპარება ერთი მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ, მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9-წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5-წლიან მმართველობაში დევგმირია, მას, რეალურად, ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და სასამართლო ხელისუფლების ინტერესიდან და მგონია, რომ ის შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.ხუმრობით, ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ. ვერასდროს ვერ წაიკითხა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ კონსტიტუცია, ვერასდროს ვერ წაიკითხა პროკურატურის ბრალი და ვერასდროს ვერ წაიკითხა და ვერ განმარტა სწორად სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ანა დოლიძესთან მიმართებაში მე პირადად, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი.
tbl.ge/2psi
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, პრეზიდენტის მიერ, ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნას ეხმაურება. პრეზიდენტმა დოლიძის დანიშვნის შესახებ განკარგულება დღეს გამოსცა.
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




