პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები პირდაპირ ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს ჰქონდა და აქვს 2013 წლიდან. უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში რეაბილიტაციის სისტემა ნამდვილი, ევროპული სტილის, რომელიც დღეს ჩვენ ასევე არ გვაქვს. ამ ყველაფერის გარეშე რა თქმა უნდა, ძნელია, ვისაუბროთ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ძნელია, გვქონდეს იმედი, რომ რომელიმე ნაჩქარევად მიღებული კანონი რაიმე შედეგს მოიტანს და არ იქნება პირიქით, წამქეზებელი ეფექტის.
tbl.ge/2prr
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება, რომლის მიხედვით, "აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით".
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




