დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: მზად ვარ კიმ ჩენ ინთან სატელეფონო საუბრისათვის

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა გამართოს სატელეფონო საუბარი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.

ტრამპი ასევე იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგებით დასრულდება.მოლაპარაკებები, რომლებიც სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეელი ათლეტების მონაწილეობას უნდა შეეხოს, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

"ახლა ისინი ოლიმპიადაზე ისაუბრებენ. ეს დასაწყისია. ეს დიდი დასაწყისია. რომ არ ჩავრეულიყავი, ახლა არ ისაუბრებდნენ." "[კიმმა] იცის რომ არ ვხუმრობ. მე არ ვხუმრობ. ოდნადავაც კი, ერთი პროცენტითაც კი. მას ეს ესმის." "ამ მოლაპარაკებებიდან თუ რამე გამოვა ეს შესანიშნავი იქნება მთელი მსოფლიოსათვის." თქვა მან.

კომენტარები