სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, გარდაცვლილია 4 ადამიანი

@ER24EMS

სამხრეთ აფრიკაში მატარებელი სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 40 ადამიანი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთომ გამაფრთხილებელი ნიშნის მიუხედავად გადაკვეთა ლიანდაგი და სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება. შედეგად მატარებელსაც და სატვირთოსაც ცეცხლი გაუჩნდათ.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი ევაკუირებულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები