არჩევნები 2018

შალვა ნათელაშვილი: ვიღებ პასუხისმგებლობას და ვიწყებ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელიწადი, შობა და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისათვის მზადყოფნის გამოხატულება, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს არჩევნები იყოს უკანასკნელი ბანკირ ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ ჩემი ქვეყნის და მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიენტობისათვის ბრძოლას. მე მზად ვარ, დავასრულო ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი, განვდევნო ისინი პოლიტიკიდან, მე მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, კანონიერება, სამართლიანობა, თანასწორობა, მე მზად ვარ, მოვუტანო უმუშევარს სამსახური, პენსიონერს ღირსეული პენსია, ახალგაზრდას განათლება, ავადმყოფს წამალი და მზად ვარ, ეს ფურცელი ისე გადავშალო და მოვიცილოთ ჩვენი ისტორიიდან, როგორც ეს ჩვენს დიდ წინაპრებს არაერთხელ გაუკეთებიათ. მე მზად ვარ, დავაბრუნო ჩვენი ქვეყანა დავაბრუნო იმ კუთვნილ ორბიტაზე, საიდანაც ამ ხელისუფლებამ ის ჩააგდო ჭაობში. ამისათვის ჩვენ გველოდება ძალიან სერიოზული ბრძოლა, იმიტომ რომ მძარცველები, ბანკირები, წურბელები არაფერს ნებით არ დათმობენ, მათ ვერცხლის იმედი აქვთ ისევ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

კომენტარები