სექსუალური შევიწროება

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულმა ამერიკელმა კანონმდებელმა თავი მოიკლა

AP

ოთხშაბათს აშშ-ში, კენტუკის შტატში, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა დან ჯონსონმა, რომელსაც თინეიჯერი გოგონა სექსუალურ შევიწროებას აბრალებდა, ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

ჯონსონმა უკანასკნელი მესიჯი Facebook-ზე გაავრცელა. "ღმერთმა იცის სიმართლე, არაფერი არ არის ისე, როგორც ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ. მე ვეღარ გავუძლებ ამას, მაგრამ სამოთხე ჩემი სახლია." ეწერა პოსტში, რომელიც ამჟამად წაშლილია.

ჯონსონს გოგონა 2013 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, ნასვამ მდგომარეობაში სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ჯონსონი ბრალდებას უარყოფდა.

 

კომენტარები