თაღლითობა

დევნილთა მოტყუებით, ფულის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების 3 ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია 5 ადამიანი. 

უწყების ცნობით, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდნენ. 

დანარჩენ ორ შემთხვევაში კი ბრალდებულები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის რიგის გარეშე მიღებაში.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, ამ თაღლითური გზით, ბრალდებულები მთლიანობაში 14 100 აშშ დოლარს დაეუფლნენ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

კომენტარები