სპეცოპრაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

მერია: სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების აღდგენითი სამუშაოები ხვალ დაიწყება

ტვ პირველი

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული
სპეცოპერაციის შემდეგ ბინები დაზიანდა, თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თქვა, კორპუსები საცხოვრებლად უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის თქმით, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია
ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ
აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება
შეეძლება.დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, -
თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისში 22 ნოემბერს, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რამდენიმე სახლი დაზიანდა. 

კომენტარები