ავიაცია

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი - 484 527 მგზავრი ბათუმის აეროპორტმა მიიღო

airnav.ge

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის 2017 წლის 11 თვის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტია.

ბათუმი წელს 484 527 მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით მეტია. მგზავრთა რაოდენობის ზრდა ბათუმის გაზრდილ ტურისტულ პოტენციალს უკავშირდება.

ქუთაისის აეროპორტი ზრდა 55%


ფოტო: kutaisiairport.ge

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა - 136 108 მგზავრით მეტი.

თბილისის აეროპორტი ზრდა 41%

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ფოტო: TAV GEORGIA

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

მესტიის აეროპორტი ზრდა 72%


ფოტო: airnav.ge

მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, შესაბამისად 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

12.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 11 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 117 549, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

კომენტარები