NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რუსთაველის მეტროსთან ნაციონალური მოძრაობის ე.წ ღირსების მანიფესტაცია დაიწყო

ოთხშაბათი, 6 დეკემბერი, 2017 - 14:53
tbl.ge/2nt9
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

რუსთაველის მეტროსთან ნაციონალური მოძრაობის ე.წ ღირსების მანიფესტაცია იწყება. ენმ-ის წევრები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. 

პარტიის განცხადებით, "სააკაშვილის დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება". 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რამდენიმე საათით კიევში დააკავეს. სპეცრაზმის წევრებმა ის სახლის სახურავიდან აიყვანეს, თუმცა, სააკაშვილის მომხრეებმა ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც, პოლიციამ ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრა.

რამდენიმე საათში, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილი პოლიციის მანქანიდან გადმოიყვანეს. მათ ამის შემდეგ რადას შენობასთან გადაინაცვლეს და პეტრო პოროშენკოს გადადგომა მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას შენობასთან დარჩენას იქამდე აპირებს, "ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს".

ოდესის ყოფილ გუბერნატორს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას ედავებიან. უკრაინის გენერალური პროკურორის მტკიცებით, სააკაშვილმა უკრაინაში საპროტესტო აქციების გამართვისთვის დაფინანსება რუსეთისგან მიიღო. იური ლუცენკოს თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დროულად მოახერხეს კიევში "რუსული ზამთრის" მოწყობის გეგმის ჩაშლა. 

უკრინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებაერთიანი ნაციონალური მოძრაობამიხეილ სააკაშვილი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 17 იანვარი, 2022 - 16:43ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
  • ორშაბათი, 17 იანვარი, 2022 - 15:38სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
  • ორშაბათი, 3 იანვარი, 2022 - 21:16დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
  • ორშაბათი, 3 იანვარი, 2022 - 21:02მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
  • ორშაბათი, 3 იანვარი, 2022 - 17:56თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ლელო: შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას სჭირდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 12:07

ლელო: შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას სჭირდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა

2026 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2 363.8 ლარია – საქსტატი
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 12:01

2026 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2 363.8 ლარია – საქსტატი

ზელენსკი: ამჯერად ჩვენი შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები მოსკოვის რეგიონმა იგრძნო
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 11:56

ზელენსკი: ამჯერად ჩვენი შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები მოსკოვის რეგიონმა იგრძნო

როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში (რ)
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 11:41

როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში (რ)

14-დღიანი ძიების შემდეგ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ცხედარი იპოვეს – საგანგებო
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 11:11

14-დღიანი ძიების შემდეგ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ცხედარი იპოვეს – საგანგებო

ყველაზე კითხვადი

მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
1მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
2ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
3DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
4მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
5Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში