მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს თბილისს კიდევ არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატება განახლებული სახით. მე ვისურვებდი, რომ ლაღიძის წყლები და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა... მინდა ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, რომ იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ რომ, რა თქმა უნდა ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, იქნებ გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი, და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ტურისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან და აი ამ ადგილთან, მათთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი.
tbl.ge/2nhr
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გორგი კვირიკაშვილმა ძველი უნივერმაღის შენობაში, გალერია თბილისის გახსნაზე. პროექტი ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამავე თემაზე
- კვირიკაშვილი: როცა პრემიერი ვიყავი, დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ივანიშვილისგან
- კვირიკაშვილი გადადგომაზე: UNICEF-ის კვლევის მიზეზად მოტანა მგონია, რომ მთლად სერიოზული არაა
- კვირიკაშვილი: არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას
- კვირიკაშვილი: ივანიშვილი რუსეთის კაცი არ მგონია, თუმცა გადაწყვეტილებების დნმ დასავლური არაა
- კვირიკაშვილი: ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება