გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: ივანიშვილი რუსეთის კაცი არ მგონია, თუმცა გადაწყვეტილებების დნმ დასავლური არაა

ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, რაც დღეს ხდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მოსკოვის კაცი და მისი მოგზავნილი. ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. მქონია მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა და ვიცი მისი განწყობები. მაგრამ, დნმ იმ გადაწყვეტილებების, რომლებსაც ისინი ღებულობენ, იგივე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, ეს პირდაპირ არის, როგორ გითხრათ, ეს არ არის, დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფოს გადაწყვეტილებები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მით უფრო დავშორდებით ჩვენ დასავლეთს და ეს რა თქმა უნდა ცუდი იქნება ქვეყნისთვის

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეს განცხადება ტვ პირველთან ინტერვიუში გააკეთა.

კომენტარები