ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ასახული, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომა მოუვიდა, მაშინ ეს სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, კიდევ უფრო დიდი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, რაღაც ახალია. მე მინდა კეთილმოწყობის, ტრანპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რათა შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს ხდება შემდგომ ქილიკის საგანი მთელ სოციალურ ქსელში.
tbl.ge/2nch
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე პარკინგის მოწყობის სამუშაოების დროს, ხეების ფესვების ასფალტის საფარით დაფარვაზე.
ამავე თემაზე
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე




