არჩევნები 2017

ქუთაისის მერი ქართული ოცნების კანდიდატი ხმების 86,64%-ით გიორგი ჭიღვარია გახდა

droa.ge

ქუთაისის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ჭიღვარია გახდა. მან ხმების 86,64% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 13,36%.

აღსანიშნავია, რომ ვაშაძეს კანდიდატურა ბოიკოტის გამო მოხსნილი ჰქონდა, თუმცა, საარჩევნო კონდექსის თანახმად მისი გვარი ბიულეტენში მაინც აისახა. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართა. 


ფოტო: ცესკო

კომენტარები