იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის საბჭოს წევრები: გვენეტაძე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

ბრალდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაისმა, როდესაც მოსამართლე წევრებმა თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს კითხეს, რატომ არ მოაწერა მან ხელი მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ ოქმებს.

სწორედ დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ გვენეტაძეს ბრძანებებზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. 34 მოსამართლე უვადოდ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 20 ოქტომბერს აირჩია. 

მოსამართლეების პასუხად გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხს საბჭო მას შემდეგ განიხილავს, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხის განხილვა დასრულდება, საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  

"მოსამართლე წევრმა მიმართა თავმჯდომარეს შეკითხვით, როდის მოაწერს ან მოაწერს თუ არ მოაწერს ხელს. დღემდე არ არის ხელი მოწერილი არც ერთ გადაწყვეტილებაზე და ბუნებრივია ისმის შეკითხვები მათ შორის მოსამართლეებისგანაც, ასევე იყო შეკითხვები სამუშაო ჯგუფების მოწვევის პროცედურებთან  დაკავშირებითაც და ითქვა, რომ ერთპიროვნულად ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წესით კოლეგიურად უნდა მიიღოს საბჭომ ან საბჭოს მიერ შექმნილმა ჯგუფებმა", - თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ, .

კომენტარები