სექსუალური შევიწროება

HOUSE OF CARDS-ის გუნდის 8 წევრი კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

Hollywoodreporter.com

კევინ სპეისის House of Cards-ის გადაღებებისას "ტოქსიკური" გარემოს შექმნაში ადანაშაულებს სერიალის გუნდის 8 წევრი, CNN-თან საუბრის დროს.

ერთ-ერთი ყოფილი ასისტენტი ოსკაროსან მსახიობს სერიალის საწყისი სეზონების დროს მის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გუნდის ყოფილმა ან მოქმედმა წევრებმა CNN-თან ინტერვიუსას არ დაასახელეს საკუთარი სახელები.

ყველა რესპოდენტი კევინ სპეისის "მტაცებლურ" ქცევაში ადანაშაულებს, მათი თქმით ის ხშირად უმიზეზოდ ეხებოდა მსახიობებს და უადგილო კომენტარებს აკეთებდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭების წინ.

"მე ეჭვი არ მეპარება, რომ კევინ სპეისის ეს მტაცებლური ქცევა მისი რუტინის ნაწილი იყო და რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ამ გამოცდილებით [სექსუალური შევიწროება] მასთან. ძალიან ტოქსიკური გარემო იყო ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებსაც გადასაღებ მოედანზე მასთან ურთიერთობა უწევდათ."- უთხრა ერთ-ერთმა გუნდის წევრმა CNN-ს.

რამდენიმე დღის წინ ენტონი რეპმა კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.რეპის თქმით, ის 14 წლის იყო, როდესაც შევიწროების შემთხვევა მოხდა. რეპის შემდეგ მსახიობი კიდევ ორმა ადამიანმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

კომენტარები