ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ ფოტოს შემდეგი წარწერით ავრცელებს:
"ბოროტების ხაზზე - ღობე საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის. არ შეიძლება მივიღოთ, არც მივიღებთ და არც დავივიწყებთ." - წერია 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. კერსტი კალიულაიდს და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა.