საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. გიორგი მარგველაშვილის ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს.” - წერია განცხადებაში.
გუშინ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სატვირთო მანქანამ ფეხითმოსიარულეებს და ველოსიპედისტებს გადაურა, რის შედეგადაც, მინიმუმ რვა პირი დაიღუპა, დაშავდა 11. სატვირთოს მძღოლი პარალელურად ისროდა. თავდამსხმელი უკვე დააკავეს. აშშ-ს პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. გამოძიებას FBI ხელმძღვანელობს.





