უზენაესი სასამართლო

ნინო გვენეტაძემ საკუთარ თავს 36 ათას ლარიანი დანამატი გამოუწერა

ტაბულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობრივი სარგო 7 ათას ლარს შეადგენს, შესაბამისად, წლის მანძილზე მისი ანაზღაურება (მხოლოდ ხელფასი) დაახლოებით 84 ათასი ლარი უნდა იყოს. 

თუმცა სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ ხელფასით არ კმაყოფილდება და მასთან ერთად დანამატსაც იღებს. ინტერპრესნიუსის მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ნინო გვენეტაძემ ხელფასის სახით 63 ათასი ლარი მიიღო, დანამატის სახით კი სასამართლოს თავმჯდომარემ 35.8 ათასი ლარი მიიღო. გვენეტაძემ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 10 ათას ლარიანი დანამატი იანვარში აიღო. ჯამში ნინო გვენეტაძემ 98 833 ლარი გამოიმუშავა.

ნინო გვენეტაძემ 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2016 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მან 129 445 ლარი გამოიმუშავა.

კომენტარები