ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქებში, ოპოზიციიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პარტიას ბორჯომის საკრებულოში 6 მაჟორიტარი ეყოლება, "ქართულ ოცნებას" კი, 7. მუნიციპალიტეტში სულ 13 მაჟორიტარული ოლქია.
- N1 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, ფირან გოგიჩაშვილი - 43.75%.
- N01.02 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, გიორგი გოგიჩაიშვილი - 39.01%.
- N2 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, გოჩა ჩადუნელი - 50.95%
- N3 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, თედორე მელიქიძე - 39.4%.
- N10 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, ვიოლეტა ბალახაშვილი - 51.26%.
- N11 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, მამუკა ლურსმანაშვილი - 50.19%
აღსანიშნავია, რომ პატრიოტთა ალიანსმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა. აქედან, ყველაზე მეტი (6) ბორჯომში, 2 - 2 მარტვილსა და მესტიაში, 1-1 - ხობში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ყაზბეგსა და დუშეთში.