არჩევნები 2017

R2-ის ეგზიტპოლი: კალაძე - 54%, უდუმაშვილი - 15%, ელისაშვილი 14%, ხოშტარია - 7%

რუსთავი 2

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცესი შეწყდა, რუსთავი 2-მა ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

ეს 18 საათისთვის არსებული მონაცემებია. 

ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო. 

ენმ-ის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა - 15%

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ხმების 14%

ევროპული საქართველოს კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ - 7%. 

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა, კახა კუკავამ და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - ხმების 3-3%.

ტელეკომპანიამ გამოკითხვა Edison Research-ს დაუკვეთა. გამოკითხვის ჩატარების დროა 2017 წლის 21 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %. 

კომენტარები