"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება შეშინებულია, ამიტომ მან საკუთარ და სხვა ოპოზიციურ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მივიდნენ უბნებზე და გამოხატონ საკუთარი ნება.
"რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისის მოსახლეობის მშვიდობიანი ნების გამოხატვით ჩვენ მოვიტანოთ სასიკეთო ცვლილებები თბილისში, შევცვალოთ ქართული ოცნება, მოვიტანოთ თბილისში განვითარება. დღეს ჩვენ მთელი დღეა ვუყურებთ შეშინებულ ქართულ ოცნებას, შეშინებულ კადიდატს ქართული ოცნების, რომელიც ყველაფერ შვება - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, აღრიცხავენ ამომრჩევლის პირად მონაცემებს, არის მობილიზაცია უბნებთან, ლამის ძალით მოყავთ არჩევნებზე ხალხი, ეს იმიტომ, რომ მათ ესმით რომ ისინი აგებენ ამ არჩევნებს და ეს ერთადერთზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნება არ არის დღეს ძლიერი. იმისთვის, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის რომ თბილისში ქართულმა ოცნებამ აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე, რომელიც უთხრა თბილისის მოსახლეობას, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, ყველა ოპოზიციურ ამორჩეველს არ დაიზაროთ, მობრძანდით საარჩევნო უბნებზე, გამოხატეთ თქვენი ნება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი შანსი რომ მივცეთ განვითარება ამ ქალაქს, ეს არის ჩვენი შანსი დემოკრატიულად შევცვალოთ ქართული ოცნება თბილისში, ეს არის ჩვენი შანსი მთლიანად ქვეყანაში მოვიტანოთ პოზიტიური ცვლილებები. კიდევ ერთხელ, ძალიან გთხოვთ ყველა ჩემს ამომრჩეველს, ყველა ოპოზიციურ ამომრჩეველს მივიდეთ უბნებზე დარჩენილ საათებში და გამოვხატოთ ჩვენი ნება."- თქვა ელენე ხოშტარიამ.





