ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა. როგორც მერიაში ტაბულას უთხრეს წყალდიდობის მიზეზი მდინარე ორასკურას ადიდებაა და სანიაღვრე სისტემები მწყობრშია.
"ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და ამის შედეგად მდინარე ოღასკურა გადმოვიდა კალაპოტიდან. ავტოქარხნის დასახლება არის დატბორილი. სანიაღვრე სისტემები გამართულია, უბრალოდ იმდენად დიდი ნალექია, რომ ვერ ატარებს. ქალაქის მერი და სხვა სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე არიან გასულები და მოსახლეობას ხვდებიან. დატბორილია სახლებიც, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია. " - ამბობენ მერიის პრესამსახურში.
ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენი ქუჩა დაიტბორა, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობაც. დატბორილია რამდენიმე სახლი. წყალდიდობის ამსახველ ვოდეო მასალას მოქალაქეების სოციალურ ქსელში ავრცელებენ.