არჩევნები 2017

ბაქრაძე: ევროპული საქართველოს ამოცანა ადამიანებში იმედისა და რწმენის დაბრუნებაა

ტაბულა

"ჩვენი ამოცანა დღეს არამხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, არამედ ადამიანებში იმედისა და რწმენის დაბრუნებაა" - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

"არ არსებობს არცერთი კუთხე, არცერთი რაიონი, არცერთი ქალაქი საქართველოსი, სადაც მე არ ვიყო ჩასული და ადამიანებისთვის ხელი არ მქონდეს ჩამორთმეული და თვალებში ჩახედული და მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის და ხალხთან მუშაობის განმავლობაში, მე არ მახსოვს ასეთი უიმედობა ადამიანების თვალებში, მე არ მახსოვს ასეთი ხელის ჩაქნევა და პესიმიზმი ადამიანების თვალებში იმიტომ, რომ ხალხს აღარ სჯერა; იმიტომ, რომ ქართული ოცნების შეუსრულებელმა დაპირებებმა, ტყუილმა და გაუკეთებელმა საქმემ ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში ხელი ჩააქნევინა მომავალზე. ამიტომ, ჩვენი ამოცანა დღეს არამხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, არამედ ადამიანებში იმედის და რწმენის დაბრუნებაა,"- ამბობს დავით ბაქრაძე.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები