Google

Google-მა საკუთარ პლატფორმებზე რუსული ჩარევის კვალი აღმოაჩინა

SHUTTERSTOCK

The Washington Post-ის ინფორმაციით Google-მა საკუთარი პლატფორმების რუსული ოპერატიული სამსახურების მიერ 2016 წლის აშშ-ის საპრეზედენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით გამოყენების კვალი აღმოაჩინა.

კომპანიამ დაადგინა, რომ რუსი აგენტების მხრიდან ათობით ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა დეზინფორმაციის შემცველი რეკლამების გასავრცელებლად მათ სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის YouTube-ზე და Google-ის საძიებო და ელექტრონული ფოსტის სისტემებში.

ამ დრომდე Google საკუთარ პლატფორმებზე რუსულ ჩარევას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა კომპანიებს მოუწოდა გამოეძიებინათ რუსული სამსახურების მიერ სოციალური მედიის და სხვა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი, მოკვლევა Google-მაც დაიწყო.

კომენტარები