საკონსტიტუციო ცვლილებები

EUMM საქართველო: ვწუხვართ კონსტიტუციაზე კონსენსუსის არარსებობის გამო

Getty Images

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით. წარმომადგენლობამ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ წუხილის საფუძველს ასევე აძლევთ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის ვერ მიღწევა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათ აქვთ კონკრეტული რეკომენდაციები რელიგიის თავისუფლების საკითხზე და მართლმსაჯულების სფეროში.

"ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და შემოიღებს 3%-იან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები