საკონსტიტუციო ცვლილებები

კვირიკაშვილი: ეს კონსტიტუცია არის გამსჭვალული კონსენსუსის სულისკვეთებით

დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა ... ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობები ამას ნამდვილად დააფასებენ, რადგან როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ასეთი რამ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მმართველი გუნდის მხრიდან წარმოუდგენელი იყო. არც ერთი ახალი ცვლილება არ ემსახურება მმართველი გუნდის ინტერესის განმტკიცებას და გაძლიერებას. მათ შორის, მთავრობის მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი უნდობლობის პროცედურის გამარტივების კუთხით და ა.შ.ვფიქრობ, ეს კონსტიტუცია არის გამსჭვალული კონსენსუსის სულისკვეთებით და არის ძალიან დიდი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე.

საკონსტიტუციო ცვლილებებს სწორედ მათ გარშემო კონსენსუსის არარსებობის გამო აკრიტიკებენ. ოპოზიციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ამას ვენეციის კომისიის პრეზიდენტიც აღნიშნავს.

კომენტარები