საარჩევნო დაპირებები

ნარმანია: ერთის გარდა ყველა დაპირება შევასრულე

”ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის ჩემს სამუშაო მაგიდაზე მქონდა, როდესაც ყოველი წლის დასაწყისში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავდი. ჩემი მერობის დასასრულს კიდევ ერთხელ გავაანალიზე ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა და დაპირებები და არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა - ეს არის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელსაც დავპირდი ჩვენს ახალგაზრდებს. ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტი მზად არის. ტერიტორია შერჩეულია, გამომდინარე ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან, ვერ ჩავსვით წელს ეს პროექტი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ჩვენი გუნდის მერობის კანდიდატის პროგრამაში ახალგაზრდებზე ზრუნვას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვა დანარჩენი და არსებითად შეუსრულებელი დაპირება მე არ მაქვს.

თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მერობის პერიოდში შესრულებული წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ, ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

კომენტარები