ქურთი ოფიციალური პირების ცნობით, ერაყის ყოფილი პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი 83 წლის ასაკში გერმანიაში გარდაიცვალა. თალაბანი გერმანიაში 2012 წელს ინსულტის შეტევის შემდეგ გადაიყვანეს და მას შემდეგ ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ჯალალ თალაბანი 2003 წლამდე ერაყში ქურთთა ფრაქციის ლიდერი იყო. ქვეყნის პრეზიდენტი კი მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა სადამ ჰუსეინის დიქტატურა დაამხეს. 2014 წელს თალაბანი ფუად მასუმმა ჩაანაცვლა.





