ენმ-ის აქცია

ენმ 2 ოქტომბერს 14:00 საათზე თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონაური მოძრაობა ორშაბათს ორ საათზე თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. უდუმაშვილის თქმით, პარტია არ შეეგუება, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი. 

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ რომ მკაფიოდ ვუთხრათ ქართული ოცნების ხელისუფლებას და მის უკან მდგომ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი პანორამა თბილისი ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენი პროტესტი იქნება უფრო მრვალრიცხოვანი, უფრო ძლიერი და უფრო ხმამაღალი." - ამბობს უდუმაშვილი.

 

კომენტარები