ხანძარი

წაღვერში ხანძრის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

შსს

დაბა წაღვერში ხანძრის ლოკალიზების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დილიდან ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი შეუერთდნენ. 

ცეცხლის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. 

წაღვერის ტყეში ნაძარი გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზე, არანახანძრალ ადგილს უკიდია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

კომენტარები