ქარიშხალი მარია

ქარიშხალმა მარიამ დომინიკის რესპუბლიკას გადაუარა

news.com.au

დომინიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რუზველტ სკერიტი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ქარიშხალმა მის სახლს სახურავი გადახადა და ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი დაუტბორა, თუმცა მისი გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.

რუზველტ სკრიტის განცხადებით, ქარიშხალმა შესაძლოა სიკვდიალიანობა და საგზაო და საზღვაო მოძრაობის პარალიზება გამოიწვიოს, შესაბამისად დამხარებას ითხოვს.

“მინდა ვთხოვო ყველა მეგობარ ქვეყანასა და ორგანიზაციას, დაგვეხმარონ საჰაერო ძალებით“-წერს დომინიკის პრემიერ-მინისტრი.

სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი მარია ქარიშხალ ირმას გზას იმეორებს და მიუხედავად იმისა, რომ დომინიკის რესპუბლიკაზე დარტყმის შემდეგ სიმძლავრე მოაკლდა და მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად იქცა, კარიბის ზღვის კუნძულებზე საგანგაშო სიტუაცია და ევაკუაცია გამოცხადდა.

 

კომენტარები