არჩევნები 2017

ხოშტარია კალაძეს: ქმარია თუ ბიძაშვილი, თუ პრინციპულად ხარ ნეპოტისტი, იპოვი ობიექტს

პირველი შემთხვევა არ არის, რომ ქმრის თემას ცდილობენ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ. მე პირიქით მომხრე ვარ, რომ ნებისმიერი კითხვა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით დაისვას, თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებს ეხებოდეს. იმიტომ რომ მე საჯარო ფიგურა ვარ და კენჭს ვიყრი არჩევნებზე. 

რაც შეეხება ჩემი ქმრის საქმიანობას, ის არ არის m2-ის დირექტორი, ის არის დეველოპერული მიმართულების ხელმძღვანელი. არის მიმართულებები, რაშიც არ ვეთანხმები m2-ის საქმიანობას. მე ვფიქრობ რომ პროექტები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ ქალაქს აზარალებს. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვახდინოთ ბიზნესის დემონიზება. ნებისმიერ ბიზნესს აქვს მარტივი ამოცანა - ჰქონდეს მოგება, მაგრამ აქ პრობლემა არის მერია, რომელიც ყველაფრის ნებართვას აძლევს დეველოპერებს, რომლებთან მიმართებაშიც შეიძლება რაღაცა კორუფციული ინტერესები გააჩნდეს. მაგალითად, როგორც ეს გამოჩნდა კალაძის შემთხვევაში. შეიძლება ქმარი არ იყოს და ბიძაშვილი იყოს დეველოპერი, თუ პრინციპულად ხან ნეპოტისტი ან კოპუმპირებული, მაშინ აუცილებლად იპოვი ვისი ინტერესი გაატარო ქალაქში.

მე მაქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც გულისხმობს, რომ ქალაქში დეველოპერის გარდა უნდა გაითვალისწინო გამწავების, ჰაერის, ზოგადად ეკოლოგიის, გადაადგილების ინსტერესი. ამის შესაბამისად იქნება მიღებული ჩემი გადაწყვეტილებები ქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა კონკრეტულ შემთხვევებში ჩემი ოჯახის წევრებისგან განსხვავებული პოზიციაც შეიძლება მქონდეს, მაგრამ ამას არ აქვს კავშირი ჩემ პოლიტიკურ ხედვებთან .

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, მისი ქმრის საქმიანობის შესახებ. კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ ხოშტარიას ბრალდებებზე პასუხს არ გასცემდა, რადგან ხოშტარიას ქმარი m2-ის დირექტორია.

კომენტარები