Nikon

Nikon-ის ახალი ფოტოაპარატის რეკლამისთვის მიწვეული 32 ფოტოგრაფიდან ყველა კაცია

CNN.com

გასულ კვირას იაპონურმა კომპანიამ Nikon-მა თავისი ახალი პროდუქტის D850-ის კამპანია დაიწყო აზიაში. მათ კამპანიისთვის 32 პროფესიონალი ფოტოგრაფი მიიწვიეს, როგორც ნიკონის ელჩები. მიწვეული ფოტოგრაფებიდან ყველა კაცია.

ამის გამო ინტერნეტ სივრცეში კომპანიამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ნიკონის წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ მათ ქალი ფოტოგრაფებიც მიიწვიეს, მაგრამ მათგან მისვლა ვერავინ შეძლო.

კამპანიას ძალიან ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფი გამოეხმაურა და მათ ნიკონი საშინელ სექსიზმში დაადანაშაულეს.

მათ შორის იყო ომის ფოტოგრაფი ლინსი ადარიო, რომელიც ნიკონის საერთაშორისო ელჩია.

"ვფიქრობ მათ დაავიწყდათ ჩემი დაპატიჟება? ნიკონ D850 მხოლოდ კაცებისთვისაა?"

 

კომენტარები