ქარიშხალ ჰარვის შედეგად ტეხასის სანაპიროზე წყალმა გიგანტური გველთევზა გამორიყა
პრიტი დესაიმ გველთევზა ტეხასის სანაპიროზე იპოვა და იმის გასარკვევად, თუ რა იყო ეს უცნაური არსება, ფოტოები ტვიტერზე ატვირთა.
ბიოლოგების განცხადებით, ამ სახეობის გველთევზას მხოლოდ ღრმა წყალში თუ შეხვდებით, 30-90 მეტრი სიღრმეზე, მაგრამ ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ იგი სანაპიროზე გამორიყა.





