ტურიზმი

პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

mfa.gov.ge

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას ​მხარი ერთხმად დაუჭირა. კენჭისყრა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიაზე, ჩინეთის ქალაქ ჩენგუდში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. 

ზურაბ პოლოლიკაშვილი ამ დრომდე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი იყო. ის ამავე დროს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. 

კომენტარები