უბედური შემთხვევა

41 წლის ქალი საშინელებათა ფილმის IT-ის ყურების დროს გარდაიცვალა

sundaypost.org

41 წლის ქალი სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული საშინელებათა ფილმის "IT"- ის ყურების დროს გარდაიცვალა. შემთხვევა ნიუ იორკში, სირაკუზში რეგალის კინოთეატრში მოხდა.

როგორც კინოთეატრში მყოფები ამბობენ, ქალმა დაკივლება მოასწრო, შემდეგ კი გული წაუვიდა. ამის შემდეგ ქალის მეგობრებმა სასწრაფოს გამოუძახეს, მაგრამ მათი მოსვლისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

"It" დეკადის ყველაზე საშიშ ფილმად არის შეფასებული.

კომენტარები