ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს სავარაუდოდ აღარ გაიმართება

flickr.com

Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა, წელს აღარ ჩატარდეს რისი მიზეზიც მომღერლის ბენდის ერთ-ერთი წევრის, დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს ბანკია, კომპანია SOLO-ში დღეს 11:00-ზე სპეციალური ბრიფინგია დანიშნული, რომელზეც ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით კონცერტების გადადების განცხადება გაკეთდება.

ელტონ ჯონის კონცერტები 16 და 17 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

კომენტარები