ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი საავადმყოფოში მოხვდა, მომღერალი სახლში წაიქცა

სერ ელტონ ჯონი საავადმყოფოში მოხვდა. ინგლისელი მომღერალი სახლში წაიქცა. 

შემთხვევა მომღერლის ვილაზე, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხვდა.

"სერ ელტონი გუშინ სახლში წაიქცა. სერიოზული არაფერია, უბრალოდ ელტონმა თავი დაიზღვია და შესამოწმებლად საავადმყოფოში მივიდა". – განუცხადა 76 წლის მომღერლის წარმომადგენელმა გამოცემა BBC-ს.

მომღერალმა საჭირო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა და მეორე დილით საავადმყოფოდან გამოეწერა.

ცნობილმა მომღერალმა ერთი თვის წინ საკონცერტო მოღვაწეობა დაასრულა. 

კომენტარები