თვითმკვლელობა

თბილისში, 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

metro.us

თბილისში, 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა. ტელეკომპანია იმედთან საუბარში, გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი გავრცელებული ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, სავარაუდოდ, მომხდარი ინტერნეტ-თამაშს არ უკავშირდება.

ინტერნეტ თამაში, რომლის სახელსაც ტაბულა არ ასახელებს, პირველად 2013 წელს ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. თამაში შედგება მოთამაშეებისა და კურატორებისგან, რომლებიც დავალებებს გასცემენ და თამაშში ახალი მონაწილეები შეჰყავთ. კურატორები მონაწილეებს დავალებებს აძლევენ, დავალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის, თუმცა, ისინი თანდათანობით რთულდება და ზოგიერთ მოთამაშეს მასზე დამოკიდებულება უყალიბდება. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე დავალება კი ზოგჯერ თვითმკვლელობაა.

კომენტარები