ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ბორჯომში ვერტმფრენი წყალში ჩავარდა, ეკიპაჟის წევრთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

police.ge

ბორჯომის ხეობაში ავზიდან წყლის ავსების დროს საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი მი-8 წყალში ჩავარდა.

ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხი წევრი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა და მფრინავებს წყალზე ავარიული დაშვება მოუწიათ.

შსს იყობინება, რომ ამ ვერტმფრენს შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა და იმ დროს მისი ძრავი სრულ წესრიგში იყო. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებისას ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა შეასრულა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები