ხანძარი ბორჯომის ხეობაში

შსს: ბორჯომის ხეობის ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ" - განაცხადა უწყებამ.

ხანძარს, სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი აქრობდა.

"ვერტმფრენებმა 5 დღის განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით, 560 აფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები