ეროვნული ვალუტა 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებით გამყარდა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.415 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.11 თეთრით ნაკლებია.
ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.6 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც, ევროს ღირებულება 2.854 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით აპრილის შემდეგ უფასურდება, დოლართან კი, უკვე მეოთხე თვეა 2.38-2.42-ის მიდამოებში ინარჩუნებს სტაბილურობას.





