კორუფცია

Samsung-ის ხელმძღვანელ ჯეი ლის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Chung Sung-Jun

სამხრეთ კორეული ტექონოლოგიური გიგანტის Samsung-ის ხელმძღვანელ ჯეი ი. ლის კორუფციის ბრალდებით სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ლის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 17 თებერვალს მიუსაჯა, გასული 6 თვე მან იზოლატორში გაატარა. სეულის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯეი ლის ადვოკატები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებენ.

ბრალდების მტკიცებით, სამსუნგის ხელმძღვანელმა 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის ყოფილ პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული. სამსუნგი და ლი ბრალდებებს არ ეთანხმებიან. 

საქმე კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს მმართველობის პერიოდს ეხება. კორეის პარლამენტმა ჰეს იმპიჩმენტი 2016 წლის დეკემბერში კორუფციული სკანდალის გამო გამოუცხადა, სამსუნგის ქრთამი სწორედ ამ კორუფციული სქემის ნაწილია. ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 10 მაისს ჩატარდა, რომელშიც დემოკრატიული პარტიაის კანდიდატმა, მუნ ჟე ინმა გაიმარჯვა.

ჯეი ლი სამსუნგის დამფუძნებლის ლი კუნ ჰეს შვილია, ლი კუნ ჰე ოფიციალურად სამსუნგის თავმჯდომარეა, თუმცა რეალურად კომპანიის მმართველი ჯეი ლია. ჯეი ლის ქონება $7.9 მილიარდად არის შეფასებული, მისი მამა კი $14-მილიარდიანი ქონებით კორეის უმდიდრესი მოქალაქეა.

კომენტარები