ეროვნული ვალუტა 24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 2.4 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.416 ლარამდე გაიზარდა.
ევროსთან მიმართებით კი გაუფასურებამ 2.7 ლარი შეადგინა, რის შედეგადაც, ევროს ღირებულება 2.849 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით აპრილის შემდეგ უფასურდება, დოლართან კი, უკვე მეოთხე თვეა 2.38-2.42-ის მიდამოებში ინარჩუნებს სტაბილურობას.





